რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენაზე დღეს კომენტარი კახი კალაძემ გააკეთა. თბილისის მერი მიესალმება, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. დედაქალაქის მერის ამ განცხადებას უპასუხეს ოპოზიციაში. ცნობისთვის, გუშინ რუსმა დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.