ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა. რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ. ღონისძიებას თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი, მისიის უფროსის მოადგილე და ნატოს ჯგუფის ხელმძღვანელი, დაესწრნენ.