დღეს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. მინისტრი ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს შეხვდება. ანალენა ბერბოკი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.