ოფიციალური პეკინის განცხადებით, შეერთებული შტატების საბრძოლო ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში კანონის დარღვევით შევიდა. ჩინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შემთხვევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულებთან ახლოს მოხდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ხომალდმა საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია, რაც სტაბილურობასა და მშვიდობას ძირს უთხრის.