23 და 24 მარტს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას და უკრაინისთვის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს. უკრაინის საკითხის კონტექსტში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ კონფლიქტში დამნაშავეთა პასუხისმგებლობას, რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის გაძლიერებასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.