ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში “ProWein-2023” ქართული ღვინის 25-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკეკების შესაძლებლობა მიეცათ.