შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას შესათანხმებლად 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტის პროექტი მომზადდა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით. სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მინისტრის მოადგილეები, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერები.