საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.
შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ჩვენმა გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. 23 მარტიდან ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელთან ერთად მოემზადება.
მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.