აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატი ნადირობისა და თევზაობის დეპარტამენტმა კონსერვაციის ოფიცრების ვაკანსია გამოაცხადა, რომელთა მოვალეობაშიც „დათვების პროფესიონალი ჩახუტება“ შედის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, სამწუხაროდ, დათვების სიყვარული კანდიდატებისადმი წაყენებული ერთადერთი მოთხოვნა არ არის. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის წოდება ბიოლოგიის, პოლიციური მეცნიერების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ეკოლოგიის სფეროებში.
ამასთან, ამ ადამიანებს დაძაბულ პირობებში მუშაობა და დათვების ბუნაგებში შეძრომა მოუწევთ, ამისთვის კი კოლეგებს შორის ნდობის მაღალი დონეა საჭირო.
განაცხადები 30 მარტამდე მიიღება.