92 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მეხუთედ აპირებს დაქორწინებას. ამის შესახებ მან New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად მილიარდერის რჩეული 66 წლის ენ ლესლი სმიტია რომელიც პოლიციაში კაპელანად მუშაობდა. 14 წლის წინ ლესლი დაქვრივდა - მისი მეუღლე მუსიკოსი და ბიზნესმენი ჩესტერ სმიტი იყო.
მერდოკმა მომავალი მეუღლე 2022 წლის სექტემბერში გაიცნო და დაქორწინება ცოტა ხნის წინ შესთავაზა. წყვილი დაქორწინებას ზაფხული ბოლოს გეგმავს.
„ძალიან ვნერვიულობდი. მეშინოდა შეყვარების შესაძლებლობის, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სიყვარული იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა მერდოკმა.
რუპერტ მერდოკი ჰოლდინგების - News Corp და 21st Century Fox დამფუძნებელი და მფლობელია. ამ კომპანიების მფლობელობაშია ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა The Wall Street Journal, The Times, Fox News, New York Post და The Sun.
Forbes-ის შეფასებით, მერდოკის ქონება $17,2-ს შეადგენს.