მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულება ამბობს: ჩვენ მოგვაშორეთ, პრაქტიკულად, ეს არის ფიცის თქმაზე უარი , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, რომ იძულებული ხდება მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
როგორც კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება უდრის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს.
მისივე თქმით, „ვივამედის“ აღნიშნული განცხადება კლინიკის ბიზნესზე პოზიტიურად არ აისახება.
„ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, პირიქით, მუდმივად არის რეჟიმში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ღირსება შეულახოს. სრულიად გაურკვეველია „ვივამედის“ განცხადება რას ისახავს მიზნად. მაშინ, როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულება ამბობს, რომ ჩვენ მოგვაშორეთ, პრაქტიკულად ეს არის ფიცის თქმაზე უარი.
ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება პირდაპირპროპორციულად უდრის ამ ადამიანის სიკვდილს. ეს განცხადება „ვივამედის“ ბიზნესზე პოზიტიურად არ აისახება“, - განაცხადა კორძაიამ.