პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, მთიანი ჰინდუქუშის რეგიონია, რომელიც პაკისტანსა და ტაჯიკეთს ესაზღვრება. მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა.