თბილისის მერიის მუნიციპალური განვითარების სააგენტო ახალ აპლიკაციაზე „ფიქს თბილისზე“ მუშაობს. პროექტის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის ისე მიწოდება, რომ მოქალაქეს ცხელ ხაზზე დარეკვა არ მოუწიოს. დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აპლიკაცია მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს და პროცესში ორმხრივ ჩართულობას უზრუნველყოფს, შედეგად კი მუნიციპალიტეტი პრობლემების იდენტიფიცირებას მარტივად შეძლებს.