"ეშმაკნი" - რუსი რომანისტის, მწერალისა და ესეისტის ფიოდორ დოსტოევსკის რომანი - Palitra News

"ეშმაკნი" - რუსი რომანისტის, მწერალისა და ესეისტის ფიოდორ დოსტოევსკის რომანი

2023-03-23 11:00:00+04:00

"ეშმაკნი", რუსი რომანისტის, მწერალისა და ესეისტის ფიოდორ დოსტოევსკის რომანია, რომელიც 1872 წელს რუსულ ენაზე გამოიცა.

წიგნში მოქმედებები რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში , სტეფან ტრიფომოვიჩ ვერხოვენსკისა და ვარვარა სტავროგინას მამულებში ვითარდება. სტეფან ტროფიმოვიჩის ვაჟი, პიოტრ ვერხოვენსკი რევოლუციური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ცდილობს იმ არეალში რევოლუციური კავშირის ორგანიზება მოახდინოს. თავისი გეგმის ცენტრალურ პერსონად მიიჩნევს ვარვარა სტავროგინას ვაჟს, ნიკოლაის, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს ადამიანთა მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ვერხოვენსკი თანდათან აგროვებს შეთქმულებს, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ფილოსოფოსი შიგალიოვი, თვითმკვლელი კირილოვი და ყოფილი სამხედრო ვირგინსკი. ამავე დროს ის გეგმავს მისადმი და ზოგადად ერთმანეთისადმი ერთგულება გაამყაროს თანაშეთქმულ ივან შატოვის მკვლელობით. ვერხოვენსკი კლავს შატოვს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშლება. იგი გარბის, მის რევოლუციურ დაჯგუფებას კი აპატიმრებენ. რომანის დასასრულს, საკუთარი დანაშაულებით განაწამები ნიკოლაი სტავროგინი თავს იკლავს.

ფიოდორ დოსტოევსკი 1821 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი ფიოდორი სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საწყალი ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო.

მომდევნო წლებში დოსტოევსკი ჟურნალისტად მუშაობდა, გამოსცემდა რამდენიმე საკუთარ ჟურნალს, შემდეგ კი სერიულ „მწერლის დღიურს“. მწერალმა მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ევროპაში, სადაც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა, რამაც მას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. საბოლოოოდ, თავისი ნაშრომების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და ცნობილი რუსი მწერალი გახდა.დოსტოევსკის კალამს თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე ეკუთვნის. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ ის აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.მისი წიგნები ითარგმნა 170-ზე მეტ ენაზე და გაიყიდა 15 მილიონამდე ასლი. დოსტოევსკიმ გავლენა მოახდინა განსხვავებული ჟანრის მრავალ მწერალზე, ანტონ ჩეხოვითა და ჯეიმზ ჯოისით დაწყებული, ერნესტ ჰემინგუეითა და ჟან-პოლ სარტრით დამთავრებული.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე: https://palitral.ge/