სამი ოპოზიციური პარტია “დროა”, “გირჩი მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი” საზოგადოებაში აქტიურ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მსჯელობის მთავარი თემა ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტის შედეგები და სამომავლო გეგმები იყო. შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქცია პერფორმანსი მიმდინარეობდა. ოპოზიციური პარტიიების ლიდერები აცხადებენ რომ მსგავსი სახის პროვოკაციებიი ქართული ოცნების მხრიდან მოსალოდნელი იყო, თუმცა მათივე თქმით ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ საბოლოო ჯამში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.