საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ხელახალ მსჯელობას იწყებს. "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში ჩაიწერა. "ოცნების" დეპუტატების განცხადებების მიუხედავად, ისევ კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სისტემური რეფორმების გარეშე, რეალური შედეგი მიღწეული ვერ იქნება.