ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. მინისტრის თქმით, უწყების მიერ გამოწერილი მსხვილი ჯარიმების გადახდას რამდენიმე კლინიკა დათანხმდა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, საქმეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს კოვიდხარჯებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2022 წლიდან ედავება. გასული წლის აპრილში ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, რამდენიმე კლინიკაში კი სამინისტრომ დაადგინა, რომ დირექტორი და მისი მოადგილეები ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე თავად იზრდიდნენ ხელფასებს.
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა, - ინფორმაცია 20 მარტის მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა. მისი თქმით, ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ნაწილისთვის დადგენილების შინაარსი
თემებზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე