რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წლიურად 10-ჯერ გაიზარდა - „აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. მათ შორის საუბარია, მიგრაციის გავლენაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%.
“საერთაშორისო ვიზიტორებისგან გენერირებული შემოსავალი გაიზარდა და პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა აღნიშნული შემოსავლის დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტორების - რუსეთის მოქალაქეების მიერ არის გენერირებული. რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით როგორც უკვე გითხარით 10-ჯერ გაიზარდა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში თითქმის 9 500 ასეთი ახალი კომპანია დარეგისტრირდა.
ამასთან, მიგრაციისა და, ასევე, დანარჩენი მსოფლიოდან დიდი რაოდენობით ტურისტების შემოდინების შედეგად, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად არის გაზრდილი. ამგვარმა აღდგენამ კი საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება განაპირობა.