საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება. ჟოზეფ ბორელთან საუბრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იქნება. საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.