პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, მთიან ჰინდუქუშის რეგიონია, რომელიც პაკისტანსა და ტაჯიკეთს ესაზღვრება. მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა.