იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უკრაინაშია. ის კიევში მატარებლით ჩავიდა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და უკრაინაში იაპონიის ელჩი დახვდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, კიშიდა ზელენსკის პირადად შეხვდება, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იაპონიის მხარდაჭერას განიხილავს.