„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა. როგორც ქართული ოცნების თავჯდომარე ამბობს, დაზუსტდება ყველაფერი, რასაც ვენეციის კომისია ითხოვს. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი ქვეყანას უკვე ჰყავს და ეს დავით კეზერაშვილია.