პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ აღლუმზე გამოჩნდნენ, სადაც მეუღლეებს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, რიგითი მაყურებელიც შეხვდნენ. ამ დღეს 41 წლის უელსის პრინცესა ბრწყინავდა „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს ცისფერ პალტოში. ეს გახლდათ თვლებითა და ქამრით გაფორმებული პალტო, რომელიც ხელნაკეთი ორნამენტებით იყო მოქარგული.
ანსამბლს უელსის პრინცესამ ამავე ფერი შლაპა და ფეხსაცმელი შეუხამა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ქეით მიდლტონი, ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა.