პერის ჰილტონის მემუარის Paris: The Memoir მიხედვით, ვარსკვლავს Playboy-სთვის მისი ფოტოს ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდვის უფლება არ მიუცია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„არავის გაჰკვირვებია ჩემი ყდაზე დანახვა ჩემ გარდა",- ამბობს ის.
როგორც აღმოჩნდა, ჰიუ ჰეფნერმა, Playboy-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, პერისის ძველი ფოტოები იყიდა და 2005 წელს წლის ყველაზე სექსუალური ვარსკვლავის იარლიყით თავის ჟურნალში უნებართვოდ გამოაქვეყნა. პერისის თქმით, საკუთარი ფოტოს ჟურნალის ყდაზე დანახვის შემდეგ იტირა.
პერისმა ახლახან გამოქვეყნებულ მემუარში განაცხადა, რომ ჰიუ ჰეფნერმა მას შვიდნიშნა ჰონორარი შესთავაზა, თუკი ფოტოსესიაზე დასთანხმდებოდა. პერისმა შემოთავაზება უარი თქვა, თუმცა ყდაზე, საბოლოოდ, მაინც აღმოჩნდა.
„ჰეფს ძალიან უნდოდა, თანხმობა მეთქვა. სულ უფრო და უფრო მეტ ფულს მთავაზობდა, მპირდებოდა, რომ საჭირო არ იყო, სრულიად გაშიშვლებული ვყოფილიყავი, მხოლოდ წელზემოთ. შემდეგ ამბობდა, წელს ზემოთაც არ იყო გაშიშვლება საჭირო, უბრალოდ გამჭვირვალე ტოპი შემეძლო, ჩამეცვა. შემდეგ უკვე იმასაც ამბობდა, რომ ჩემი სურვილის მიხედვით შემეძლო, საცვლების შერჩევა. მაშინაც კი, როცა შვიდნიშნა ჰონორარი შემომთავაზა, უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, დედაჩემი გაგიჟდებოდა. თანაც ჩემი სექს-ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ყველა ისეც კახპას მეძახდა. ვფიქრობდი, ფლეიბოის სურათიც თუ დაემატებოდა ამ ყველაფერს, ხალხს გონებაში კიდევ უფრო ჩაებეჭდებოდა ეს ყველაფერი. ჩემი მშობლები ძალიან გაბრაზდნენ. მეც ბევრი ვიტირე, მაგრამ ჰიუს მაინც ვერ დავუპირისპირდით",- იხსენებს პერის ჰილტონი.