საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილის ახალგაზრდებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს. ოპოზიციაში პრეზიდენტის განცხადებას სრულად იზიარებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ.