ადგილობრივი ბიზნესი ისევ კადრების დეფიციტზე საუბრობს. საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ კერძო სექტორმა სამსახურის მაძიებლების მოძიება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში აღარ არის საუბარი პროფესიონალებზე, ბიზნესი მუშაობის მსურველებსაც კი ვეღარ პოულობს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე