შეშფოთებულები ვართ თქვენი მუქარით, „უმკაცრესად დასაჯოთ“ და გაასამართლოთ ისინი, ვინც ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული „უცხოელი აგენტების“ კანონის დასაგმობად გავიდა - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც ევროპარლამენტარები ირაკლი ღარიბაშვილს უგზავნიან . წერილში ნათქვამია, რომ წყლის ჭავლებით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა-არაკონსტიტუციურია. წერილში საუბარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნულია, რომ კანონის დღის წესრიგში დაბრუნება საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას დახურავს.