ირაკლი ღარიბაშვილი "მოგონილს" და "სპეკულაციურს" უწოდებს იმ ფაქტებს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ მოხვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების უსამართლო და სუბიექტურ დასკვნებს ეყრდნობა.