საფრანგეთის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.
მედიის ცნობით, საფრანგეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა მას შემდეგ შეიტანეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენების გზით, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო.
შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.