უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინს დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება დაბლოკა. ბუდაპეშტის ვეტოს გამო აღნიშნული განცხადება საკუთარი სახელით გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის საკითხს ბრიუსელში 23-24 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზეც განიხილავენ. 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.