საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბარდახოსში გამართულ რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მე-15 მოიგო. საქართველოს რაგბის კავშირი მერაბ შარიქაძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ნაკრების კაპიტანი დამსახურებულ ჩემპიონობაზე საუბრობს.
„ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით და აღარც კი მახსოვს ზედიზედ მერამდენედ გავხდით ჩემპიონები“.
„საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი და როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, თუმცა ესპანეთშიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“.