დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მმართველი გუნდი მესამე მოსმენიდან მეორეზე აბრუნებს. მიზეზi ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანაა. საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან ეუთო/ოდირის დასკვნასაც, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვები კვლავ განახლდება.