ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სამდღიანი ვიზიტით, მოსკოვში იმყოფება. რუსული მედის ინფორმაციით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოთხსაათ ნახევარი გაგრძელდა.
შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას განუცხადა, რომ მათ ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი აქვთ. სი ძინპინიმა კი აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ და ქვეყნები არაერთ საკითხში გააგრძელებენ თანამშრომლობას.
პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრები დღესაც არის დაგეგმილი. სი ძინპინის რუსეთში ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება. მისი თქმით, ჩინეთის ლიდერის ცდილობს უკრაინაში რუსეთის სისასტიკე „დიპლომატიური საფარველით“ უზრუნველყოს.