ხელისუფლების ოპონენტები “ქართული ოცნების” შიდაპარტიულ ცვლილებებს ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკადრო ცვლილებებით ჩავარდნილი კანონპროექტიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.
ცნობისთვის, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა. ასევე საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებენ უმრავლესობის დეპუტატები - დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ირაკლი კოვზანიძე.