პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა ემსახურებოდა ხელისუფლების პირდაპირ გზავნილს, რომ მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებას „გაკვეთილი არ უსწავლია“.
მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროში, მიხეილ ჩხენკელისგან განსხვავებით, გიორგი ამილახვარს სხვა მისია ექნება.