ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთშია. სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს, მოსკოვში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა იმართება. ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, სტრატეგიული თანამშრომლობის გამყარების, ასევე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებს განიხილავენ.