საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიკამენტები ლაბორატორიაში გადამოწმდება და საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება.