პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი ვასილ ურუშაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, რათა 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხი საფუძვლიანად გამოიძიონ და ყველა ის პირი, რომელიც მოქალაქეების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისაჯოს. როგორც ვასილ ურუშაძემ აღნიშნა, დამოუკიდებლად გამოიძიების იმედი არ აქვს.