ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე დღეს, 18:00 საათზე გაიმართა, სატელევიზიო ჩვენება კი 21:00-საათიანი „მოამბის“ დასრულებისთანავე შედგება.
საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.
რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.
2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.