ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთშია. სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს, მასსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. ვიზიტის დროს რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებშივე ხელი რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტსაც მოეწერება.
ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას „ძველ კარგ მეგობარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი მის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს. მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის მზადყოფნას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კუთხითაც მიესალმება.
რუსულ მედიაში ვრცელდება ჩინეთის პრეზიდენტის კომენტარიც, სი ძინპინის თქმით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით ვითარდება. სამშაბათს, ჩინეთის პრეზიდენტი შეხვედრას, რუსეთის პრემიერ-მინისტრთანაც გამართავს.