სამმა ოპოზიურმა პარტიამ "სტრატეგია აღმაშენებელმა", "დროამ" და "გირჩი-მეტი თავისუფლებამ" ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტი შეაჯამა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ნათლად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს- გახდნენ ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს, სრულფასოვანი წევრი, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება.