უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ეჭვს არ ტოვებს, რომ ამ აგრესიის დასრულება რუსეთისთვის იქნება მისი პასუხისმგებლობის მთელი სპექტრი.
ზელენსკის თქმით, გასული კვირა აღინიშნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულების მორიგი სერიით, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებთან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ყველა გამოვლინებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იქნება.