ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით და ძლიერ შიდა მამოძრავებელზე, - ამის შესახებჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.
"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკით და ძლიერ შიდა მამოძრავებელზე. უკვე 10 წელია, ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და თავდაჯერებული ნაბიჯებით ახალ ეპოქაში შედის", - წერს სი ძინპინი.
მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი არიან ყველაზე დიდი მეზობლები, ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორები, წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.
„ორივე ქვეყანა ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
შეგახსენებთ, სი ძინპინი დღეს რუსეთში ჩადის, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.