მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ საუბრობს ე.წ. „ომის პარტიაზე“. „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში ამბობენ, რომ ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარ ინსტრუმენტს ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებს. მოძრაობის განმარტებით, მმართველობის სისტემის სტიგმატიზაციას ისეთი ტერმინები გამოიყენება, როგორიცაა „დემოკრატიული უკუსვლა“, „სახელმწიფოს მიტაცება“, „ოლიგარქიზაცია“, „კლანი“ და ა.შ.