სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
კვარაცხელიამ ისევ გამოიჩინა თავი - მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში "ორმაგი დუბლი" შეასრულა.
ტრადიციისამებრ ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ოსიმენმა თავურით დალაშქრა მილინკოვიჩ-სავიჩის კარი. მასპინძლები ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 34-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში ლინეტიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ ქუსლით ლამაზი პასი გაუკეთა ოლივეირას, მან ბურთი ოსიმენს ჩაუწოდა, ნიგერიელმა კი დუბლი შეასრულა - 21 გოლით ოსიმენი ჩემპიონატის ბომბარდირია. 70-ე წუთზე კვარაცხელიამ ნდომბელე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან „ნაპოლიში“ პირველი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება გარანტირებული ჰქონდათ, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა არ შეცვალა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ 71 ქულით ლიდერია, „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს და 2 აპრილს „მილანს“ უმასპინძლებს.