ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა, ანდრო მარგიშვილმა (92კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან თურქი მოჭიდავე მუჰამედ გიმრი 7:1 დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 19 წლის გიორგი გოგრიჭიანი, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელი ვოჟტკოვსკი 10:0 დაამარცხა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ტურნირის ფინალში იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ბერძენ გეორგიოს კუიუმციდისთან 4:6 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ ლუკა ღვინჯილია, დავით ფაცინაშვილი და გოგა ოთინაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.