ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის მიმართ დაკავების ორდერის გაცემას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მდინარაძე წერს რომ საქართველო იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართა ომის დაწყებიდან 1 კვირაში მიმართა. ოცნების ლიდერი ამბობს, რომ მიუხედავად ამგვარი ფაქტისა, თბილისის ცენტრში გამართულ აქციებზე მაინც ისმოდა გზავნილი, რომ ხელისუფლება პრორუსულია. განცხადებაში მდინარაძე წერს, რომ საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის.