ეკვადორში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მედია ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 381 ადამიანი დაშავდა. ეკვადორის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში მკურნალობენ. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა პერუშიც, სადაც, მედიის ცნობით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.