"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სპეციალური განცხადებით მიმართავს - ხაბეიშვილი ამბობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება უნდა მიეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ თუ კლინიკა ვივამედში უცხოელ ექიმების არ დაუშვებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.