უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. მათი უმეტესობა რუსულია, თუმცა სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ოფიციალური კიევის შეფასებით, რუსულ აგრესიას უჭერენ მხარს. უკრაინის სახელწმიფო უწყებების განცხადებით, სანქცირებული პირების ნაწილი სწორედ მსოფლიო ტერორს ეხმარება. სანქციები უკვე დაუწესა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, და სირიის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის დიდი და მნისვნელოვანი ნაწილია.